Wednesday, February 18, 2015

მსოფიოს შვიდი საოცრება


   მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

საოცრება

თარიღი

მშენებელი

დაინგრა

მიზეზი
ხეოფსის პირამიდაძვ. წ. 2550ეგვიპტელებიდღემდე დგასდღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღებიძვ. წ. 600ბაბილონელებიძვ. წ. 1 საუკუნემიწისძვრა
ეფესოს ტაძარიძვ. წ. 550ლიდიელები, ბერძნებიძვ. წ. 356ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიძვ. წ. 435ბერძნებიმე-5-6 საუკუნეებიხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმიძვ. წ. 351ქარიელები, ბერძნები1494მიწისძვრა
როდოსის კოლოსიძვ. წ. 292-280ელენისტური საბერძნეთიძვ. წ. 224მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურაძვ. წ. III საუკუნეელენისტური ეგვიპტე1303-1480მიწის

 

       ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.


    ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა.


    არტემიდას ტაძარი (ბერძნ. Artemisionლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარიდიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.


   ჰალიკარნასის მავზოლეუმი — მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი. ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.


     როდოსის კოლოსი — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

   ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაშიეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.



ინფორმაცია მოძიებულია Wikipedia.org-დან.